Saturday, May 20, 2017

მე-9 დღე

მე-9 დღეს ყველა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის გეგმის პრეზენტაცია. მოვისმინეთ უამრავი საინტერესო მოსაზრებები, პროექტები, და მათ მიერ დასახული მიზნები, რა დროსაც მე პირადად აზრად მომივიდა კიდევ ერთი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. მომეწონა კოლეგების პროექტები სახელად: ჯინსების თაობა, ბუნენის დაცვა და სხვები.
მე პირადად ვთვლი რომ ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩემთვის, რადგან შევისწავლე უამრავი რამ. მაგ, თუ როგორ უნდა შევქმა ბლოგი, როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეს, თუ როგორ დეტალურად გავწერო პროექტი და კიდევ ბევრი რამ. ასევე გავითავისე რომ მოსწავლეს კონკრეტულ ცოდნასთან ერთად უნდა განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარჩვევები. სექტემბრიდან ვგეგმავ პროექტების განხორციელებას და გამოვიყენებ ამ ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას, რაც აქამდე მხოლოდ გამაჩნდა ნაწილობრივ და მხოლოდ თეორიულად. ახლა კი გამოვიყენებ

Sunday, May 14, 2017

მე-8 დღე

როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა მასალა. შემდეგ გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ ფასილიტაციის რესურსი, რაც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის განხორციელებისას, რატა მოსწავლესთვის იყოს ველაფერი მკაფიო და მისთვის გასაგები. პროექტის ფასილიტაციას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტის გამხორციელების დროს. ამის შემდეგ მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო, შევინახეთ დრაივში და ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, May 13, 2017

მე-7 დღე

როგორც ყოველთვის დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ამის შემდეგ გავეცანით თუ როგორ გავთვალოთ და დავგეგმოთ დავალებები სხვადასხვა ინტერესის და საჭიროების მოსწავლეებისთვის, რასაც ვეცდები გამოვიყენო გაკვეთილების დროსაც. დღის ბოლოს დეტალურად დავწერეთ პროექტის მსვლელობა და ეტაპები.

Sunday, May 7, 2017

მე-6 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ჩვეულებისამებრ, გამეორებით. გავიხსენეთ წინა დრეს ნასწავლი საკითხები. შემდეგ გავეცანით თუ როგორ კეთდება მოსწავლის პრეზენტაცია რაც ვფიქრობ გამომადგება და დამეხმარება მოსწავლეს მივცე მითითებები რათა გააკეთოს სრულყოფილი პრეზენტაცია. ასევე გავეცანით სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს, რომლებსაც გამოვიყენებ როგორც პროექტის დაგეგმვისას ასევე გაკვეთილის მსვლელობისას.

Saturday, May 6, 2017

მე-5 დღე

გავიხსენეთ წინა მასალა,ვისწავლეტ საავტორო უფლებების დაცვა და მათი მითითება შაბლონებში. ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგებზე და მოსწავლეების ბლოგზე ინფორმაციის, გამოკითხვების და სურათების დადება.